უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის ოლქის ზემლიანკასა და ჩუჰუნივკას დასახლებებში, ასევე დონეცკის ოლქის სოლედარის, ბახმუტის, ანდრიივკას, კლიშივკას, ნოვომიხაილივკას, მარინკას, ნეველსკეს, პერვომაისკესა და ავდიივკას დასახლებულ პუნქტებში," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 2 სარაკეტო და 28 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად ბახმუტის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივისა და ნოვოტავრიჩესკეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა.
გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 11 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 67 940 ჯარისკაცი დაკარგა.