logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

31 ოქტ 202211:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/31/kgxueperrqeocep.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის ოლქის ზელენეს, ლუჰანსკის ოლქის ბილოპორივკას, მიკოლაივკას, ნოვოსელივსკეს, დონეცკის ოლქის ავდიივკას, ბახმუცკეს, ვესელეს, ვოდიანეს, მაიროსკის, მარინკას და ნოვობახმუტივკას დასახლებულ პუნქტებში," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 5 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი დასახლება დაზარალდა. მათ შორისაა ხარკივის ოლქის კუპიანსკი, დონეცკის ოლქის სივერსკი, ხერსონის ოლქის ნოვა კამიანკა, მიკოლაივის ოლქის ბერეზნეგუვატე და ოჩაკივი.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 21 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 71 820 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა