უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის სტელმახივკას, მაკიივკას, სერებრიანსკის და დონეცკის ოლქის ვერხნოკამიანსკეს, ბილოჰორივკას, სოლედარის, იურივკას, კრასნოჰორივკას, მარინკას, ნოვომიხაილივკას და ვრემივკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 2 სარაკეტო და 11 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული დაბომბვის შედეგად ქალაქ ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 94 760 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.