logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

22 ნოე 202210:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/22/ta45066wwzny5zw.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის სტელმახივკას, დონეცკის ოლქის სპირნეს, ბილოჰორივკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, კამიანკას, ოპიტნეს, ვესელეს, პერვომაისკეს, კრასნოჰორივკას, მარინკას და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 9 საჰაერო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეს რეგიონის დასახლებული პუნქტები დაზიანდა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა