logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

10 დეკ 202215:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/10/zj9zk6pzklmh341.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის პლოშანკას, ნევსკეს, ბილოჰორივკას და დონეცკის ოლქის იაკოვლივკას, ბახმუცკეს, პიდჰოროდნეს, ბახმუტის, ოპიტნეს, კურდიუმივკას, დრუჟბას, ნეველსკეს, პობიედას და ნოვიმიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 5 სარაკეტო და 20-მდე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით ენერგოსისტემასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების საფრთხე გრძელდება.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 93 760 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა