logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

06 ნოე 202215:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/06/tkwuon5rv0ch7h5.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები ხარკივის ოლქის ზიბინის, ლუჰანსკის ოლქის ბილოჰორივკას, დონეცკის ოლქის ანდრიივკას, ბახმუცკეს, ბერესტოვეს, მაიორსკის, მაკიივკას, მარინკას, ოზარიანივკას, ოპიტნეს, პავლივკას, იაკოვლივკას, იამპოლივკას და ზაპოროჟიეს ოლქის შჩერბაკის დასახლებულ პუნქტებში," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 19 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად 35-ზე მეტი დასახლება დაზარალდა. მათ შორისაა ჩერნიგოვის, სუმის, ხარკივის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონები.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 75 930 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა