logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

02 დეკ 202216:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/02/rrjuxromj40ddcg.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ნოვოსელივსკეს, სტელმახივკას, ჩერვოპოპივკას, ბილოჰორივკას, ჰრიჰორივკას, ვიიმკას, ბახმუტის, ოპიტნეს, კლიშივკას, კურდიუმივკას, პივნიჩნეს, პერვომაისკეს, კრასნოჰორივკასა და მარინკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 5 სარაკეტო და 30 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად ხარკივისა და დონეცკის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 90 090 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა