logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 15 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

19 დეკ 202211:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/19/3t0gi0e0rfaf2jp.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 15 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის სტელმახივკას, მაკიივკას, ჩერვონოპოპივკას, ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის ვერხნოკამიანსკეს, ბახმუცკეს, პიდჰოროდნეს, ბახმუტის, კლიშივკას, ანდრიივკას, კრასნოგორივკას, ოლექსადნროპილის, მარინკას, პობიედას და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 7 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 98 800 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა