logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 16 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

13 დეკ 202211:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/13/h9a41yw6bq1nvnm.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენეალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 16 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, სტელმახივკას, ნოვოეგოროვკას, მაკიივკას, ჩერვონოპოპოვკას, ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, სოლედარის, იაკოვლივკას, ბახმუცკეს, ბახმუტის, კლიშივკას, კურდიუმივკას, მაიორსკის, ავდეევკას და მარინკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რომელთაგან 5 - დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 5 დატყმა განახორციელა. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა