logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 16 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

26 დეკ 202210:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/26/q1796mq2lfj6zqf.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 16 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, სტელმახივკას, პლოშანკას, ნევსკეს, ჩერვონოპოპოკას და დონეცკის ოლქის ვესელეს, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუცკეს, პიდჰოროდნეს, ბახმუტის, კურდიუმივკას, მაიორსკის, ვოდიანეს, კრასნოჰორივკას და მარინკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 1 საჰაერო და 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.  ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

გენშტაბის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 16 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა