logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 22 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

16 დეკ 202216:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/16/stnhkawx7b6bnrg.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 22 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, სტელმახივკას, პლოშანკას, ჩერვონოპოპავკას, ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის გრიგორიევკას, ვიიმკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუცკეს, ბახმუტის, კლიშივკას, ანდრიივკას, კურდიუმივკას, ოზარიანოვკას, დრუჟბას, ალექსანდროპოლის, ნოვობახმუტოვკას, ნეველსკეს, მარინკას, პობედას და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 23 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, აქედან 2 სამოქალაქო ობიექტებზე ხარკივში.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 22 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა