logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 3 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

29 ოქტ 202215:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/29/dlexd6dp1vg9ul1.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები 3 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვოდიანეს, კამიანკასა და ნეველსკეს დასახლებულ პუნქტებში," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 25-მდე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად 35-ზე მეტი დასახლება დაზარალდა. მათ შორისაა დონეცკის ოლქის სივერსკი და პრეჩისტივკა, ზაპოროჟიეს ოლქის მალი და შჩერბაკი, ხერსონის ოლქის დავიდივ ბრიდი და მალა სეიდემინუხა და მიკოლაივის ოლქის კობზარკა.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 24 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 70 250 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა