logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

25 სექ 202212:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/25/x7k22otbp71g0zc.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს სოლედარის, ვიიმკას, კურდიუმივკას, ზაიცევოს, ნოვომიხაილივკას და პერვომაისკეს დასახლებულ პუნქტებში. თავდაცვის ძალების ავიაციამ 26 დარტყმა განახორციელა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 7 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 35-ზე მეტი დასახლება დაზარალდა," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამეში რუსეთმა უკრაინაში 400 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა