logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

03 დეკ 202215:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/03/jtuuyxu98ryavj9.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ჩერვონოპოპივკას, დონეცკის ოლქის სოლედარის, ოპიტნეს, ნეველსკეს, კრასნოჰორივკასა და მარინკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 5 სარაკეტო და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ რუსული ძალების მხრიდან უკრაინის ენერგოსისტემის ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის საფრთხე კვლავ რჩება.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 90 600 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა