უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, მტრის ძალისხმევა დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებაზეა მიმართული.
გენერალური შტაბის თქმით, რუსული ძალები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ინარჩუნებენ, რომელთა შორისაა ხარკივის ნაწილი, ხერსონის, ზაპოროჟიესა და მიკოლაივის ოლქები. გენშტაბი აღნიშნავს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში მტერმა 45 საჰაერო და 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა კოსტიანტინივკას, ცირკუნის, რადუშნესა და ხარკივის დასახლებებზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
"თავდაცვის ძალები გმირულად იკავებენ პოზიციებს და ხელს უშლიან მტრის წინსვლას. ჩვენმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის შეტევა უდის, კოსტიანტინივკას, ვირნოპილიას, პლოსკეს, მაიორსკის, ბეზიმენეს და კამიანკას რაიონებში," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.