logo
ENG



გენშტაბი: მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუჰანსკის სრულად აღებაზე

19 მარ 202315:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/19/y2b4ei7sdvbqweh.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუჰანსკის სრულად აღებაზე.

"დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია აგრესიულ ომს აგრძელებს. მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების სრულად აღების მცდელობებზე.

გარდა ამისა, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, მტერი აგრძელებს ჩვენი ჯარების თავდაცვის გარღვევას. კერძოდ, ოკუპანტებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს კრემენაიას, დიბროვას, ვერხნეკამენსკოესა და სპირნსეს დასახლებებში", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების ეპიცენტრად კვლავ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი რჩება. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის დამცველებმა მტრის 80-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. უკრაინის არმიამ თავდასხმები მოიგერია ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე.


close დახურვა