logo
ENG



გენშტაბი: ოკუპანტები ოკუპირებული ყირიმის თავდაცვას აძლიერებენ

26 თებ 202311:07
3 წუთის საკითხავი
clock 403
2023/02/26/yoy0z8s4luqshyf.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტები დროებით ოკუპირებული ყირიმის თავდაცვას აძლიერებენ და სიმაგრეებს აშენებენ.

გენშტაბის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საინჟინრო სამუშაოების შესასრულებლად რუსეთის ფედერაციის ჩელიაბინსკის ოლქიდან 150 რუსი წვევამდელი ჩავიდა.

ამასთან, როგორც უწყება წერს, ოკუპანტები შეტევით ოპერაციებს ძირითადად კუპიანის, ლიმანის, ბახმუტის, ავდივისა და შახტარის მიმართულებით ახორციელებენ. მათივე თქმით, გასულ ერთ დღეში უკრაინელებმა ამ მიმართულებებით მტრის 71 შეტევა მოიგერიეს.

გენშტაბის განცხადებით, რუსების მხრიდან 14 სარაკეტო და 19 საჰაერო დარტყმა განხორციელდა - პარალელურად, უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა 12 დარტყმა მიაყენეს ოკუპანტების სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს.


close დახურვა