უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 39 700 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 1730
- ჯავშანტექნიკა - 3950
- საარტილერიო სისტემა - 876
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 257
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 116
- თვითმფრინავი - 222
- ვერტმფრენი - 188
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 719
- გემი/ნავი - 15
- ფრთოსანი რაკეტა - 174
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 2832
- სპეცტექნიკა - 73
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.