logo
ENG



გენშტაბი: რუსები ავდეევკას ალყაში მოქცევას ცდილობენ, მაგრამ უკრაინელები მტერს აკავებენ

21 ოქტ 202313:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/21/ymjaw2m0uqyasdk.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსები ავდეევკას ალყაში მოქცევას ცდილობენ, მაგრამ უკრაინელები მტერს აკავებენ.

"რუსი ოკუპანტები ავდეევკას ალყაში მოქცევას ცდილობენ, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები ხაზს იცავენ და მტერს დიდი ზიანს აყენებენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერთან 100-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. მთლიანობაში, მტერმა 9 სარაკეტო და 39 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 50", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უკრაინის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 292 850 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა