უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით 110 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა.
"ამჟამად, საკმაოდ მძიმე, ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს მტერთან, კონტაქტის მთელ ხაზზე. ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით ახლა ყველაზე ბევრი, 110 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი იმყოფება.
მტერი კონცენტრირირებულია ნოვოეგოროვკას მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 9 საჰაერო და 46 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.