logo
ENG



გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაზე შეტევის ტემპი შეანელა

28 თებ 202212:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/28/cufdm6w6rhzqmd2.jpg

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაზე შეტევის ტემპი შეანელა. ამავე დროს, გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს სხვადასხვა მიმართულებით.

"საერთაშორისო სამართლის დარღვევით ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს საცხოვრებელ სახლებში ჟიტომირსა და ჩერნიგოვში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსები დემორალიზებულნი არიან და დიდი ზარალი აქვთ.

"გამოიკვეთა დეზერტირობისა და დაუმორჩილებლობის შემთხვევები. მტერი მიხვდა, რომ პროპაგანდა და რეალობა განსხვავდება. ოკუპანტებს ჩვენი ეშინიათ", - აცხადებენ გენშტაბში.


close დახურვა