უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელებმა რუსი ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
"ხერსონის მიმართულებით თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული წარმატებული მოქმედებების შემდეგ, მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. არსებული ინფორმაციით, საზღვაო ქვეითთა 810-ე ცალკეულმა ბრიგადამ პერსონალის თითქმის 85% დაკარგა," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.
გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მაიორსკისა და კრასნოჰორივკას მიმართულებით მოიგერიეს. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ბრძოლა მიკოლაივკა დრუჰასა და ზაიცევეს რაიონებში გრძელდება.