უკრაინის ძალების წარმატებული შეტევის დროს, ხერსონის ოლქში, სოფელ მიკოლაევკაში რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს. ამ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
"თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წარმატებული შეტევის დროს, მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია ხერსონის ოლქის მიკოლაევკას დასახლებიდან, რამაც გამოიწვია პანიკა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებში", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.