გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმა 5 მიმართულებით მოიგერიეს.
გენშტაბის თქმით, რუსულმა ძალებმა უკან დაიხიეს ხარკივის, სლავიანსკის, ბახმუტის, ავდიივკას და იუჟნობუგსკის მიმართულებით. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ მტერი აგრძელებს კონცენტრირებას დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე, რათა იქ სრული კონტროლის დამყარება შეძლოს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.