logo
ENG



გეოლოგი ვაშლიჯვრის მეწყერზე: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია

26 მარ 202122:25
3 წუთის საკითხავი
 

გეოლოგი თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველად შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ნაპრალის მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია.

გეოლოგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ, შესაძლოა, გამართლდეს მათი ვარაუდი და მოძრაობაში მოვიდეს ბევრად დიდი მასა.

"მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველადი შედეგები. შედეგის ტრენდი შესაბამისობაში მოდის აეროფოტო მონიტორინგთან, რომელსააც ასევე ვაწარმოებთ. შედეგების ანალიზი ემთხვევა ასევე ჩვენს მიერ ელექტოძიებით მიღებულ პროფილებს.

დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. შესაბამისად ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძრება საფუძველი აქვს. ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა პირველადი შედეგები დავაზუსტოთ.

(გეოდეზიური აზომვა ყოველდღე, აეროფოტო 3 დღეში ერთელ, სიჩქარე მოცემულია სანტიმეტრებში). როგორც ხედავთ, შესაძლოა მთელი სხეულია დინამიკაში(მოძრაობს)", - წერს თეა გოდოლაძე.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა. თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.

ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება. 

რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა