logo
ENG



გერმანელი დეპუტატი: ე.წ. გამჭვირვალობის კანონით საქართველოსთვის EU-სკენ გზა იქნება დახურული

10 ივლ 202415:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/10/zpxyhb5omfftexb.jpg

იმ ქვეყნისათვის, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ეს მისწრაფება კონსტიტუციაშია გაწერილი, საერთოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება არსებობდეს ასეთი კანონი და როგორ შეიძლება ასეთი რიტორიკა გამოიყენებოდეს მათ მიმართ, ვინც [ევროკავშირისკენ] ამ გზაზე პარტნიორი უნდა იყოს. საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირის წევრობა და იმ დროს, როდესაც უკრაინა და მოლდოვა იწყებენ მოლაპარაკებებს ამ მიმართულებით, საქართველომ გადაწყვიტა, ამ პროცესიდან განზე გამდგარიყო. მინდა ძალიან მკაფიოდ გითხრათ, თუ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი ძალაში იქნება, საქართველოსთვის ევროკავშირისკენ გზა იქნება დახურული. ეს არ არის მხოლოდ გერმანიის მთავრობის პოზიცია, ეს არის ევროკომისიის პოზიციაც, რომელიც ევროგაერთიანებაში მიღების შუაგულშია.

 


close დახურვა