logo
ENG



გერმანელი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

07 სექ 202016:10
3 წუთის საკითხავი
 
kjotfwdd0fpfihg.jpg

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ლაგოდეხის ნაკრძალში ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე 7000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის არგუმენტები არ გაიზიარა.

ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელი ქალის გაუპატიურებისთვის 27 წლის კაცი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 6-დან 8-წლამდე პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა