გერმანია აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტზე უარს იტყვის.
"ზაფხულისთვის ორჯერ შევამცირებთ ნავთობს, ხოლო წლის ბოლოსთვის ნულზე იქნება. შემდეგი იქნება გაზი", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთისგან ნავთობისა და გაზის ყიდვა პირდაპირ ომის დაფინანსებაა.
უკრაინაში შეჭრის გამო აშშ-მ უკვე უარი თქვა რუსული ნავთობის იმპორტზე, ხოლო დიდი ბრიტანეთი გეგმავს, ეტაპობრივად წლის ბოლომდე შეწყვიტოს იმპორტი.
ევროკავშირის განცხადებით, ევროპა რუსული ენერგიისგან დამოუკიდებელი 2030 წლამდე იქნება. ბერბოკის თქმით, გერმანია
გერმანიამ უკვე უარი თქვა გაზსადენ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტზე.