კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიამ ამოწურა იმ იარაღის მარაგი, საიდანაც უკრაინას აწვდიდა, მაგრამ იმუშავებს სამხედრო აღჭურვილობის კერძო მწარმოებლებთან.
"ჩვენ ვაპირებთ გადავიხადოთ ამ მიწოდების თანხა", - თქვა შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, "არსებითი ზემოქმედების მქონე იარაღი" უკვე მიეწოდა უკრაინას", და დასძინა, რომ გერმანია იარაღის მწარმოებლებს დაეხმარება კიევისთვის ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის იარაღის მიწოდებაში.
"ჩვენ მზად ვართ, რომ ყველაფერი შესაძლებელი გავხადოთ [უკრაინისთვის]", - დასძინა მან.
პარასკევს შოლცმა თქვა, რომ 2022 წელს მისი მთავრობა გაზრდის ქვეყნის სამხედრო დახმარების ხარჯებს 2,16 მილიარდ დოლარამდე, საიდანაც დიდი წილი უკრაინას გადაეცემა.