logo
ENG



გერმანია და საქართველო მიგრაციის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს

17 დეკ 202322:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/17/gczhtue2jrgrrjt.png

გერმანია და საქართველო მიგრაციის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, რომლის მიხედვითაც გერმანიაში ლეგალურად დასაქმება და გერმანიიდან არალეგალების დეპორტაცია გამარტივდება.

Spiegel წერს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად თბილისში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი ჩამოვა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურს შეხვდება.

"ამგვარად, ჩვენ შესაძლებლობას მივცემთ კვალიფიციური მუშაკების ემიგრაციას და ამავდროულად, შევთანხმდებით, რომ გერმანიაში დარჩენის უფლების არმქონე ადამიანები დაბრუნდებიან სახლში", - თქვა მინისტრმა.

მან დაამატა, რომ საქართველო "საშიშ ქვეყნად" არ განიხილება და დევნის სავარაუდო რისკის საფუძველზე თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 0.3%-ია.

მინისტრის ინფორმაციით, ნოემბრის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისგან თავშესაფრის 8 000-ზე მეტი განაცხადი შევიდა.

მედიის თანახმად, მსგავსი დოკუმენტი მოლდოვასთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან მზადდება.


close დახურვა