გერმანია უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადირებას მოითხოვდა. განცხადებები ამის შესახებ ერთდროულად გერმანიის იუსტიციის სამინისტროსა და კანცლერის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
ნორმანდიული ოთხეულის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა ხანგოშვილს სასტიკი მკვლელი უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვმა მისი გადაცემა არაერთხელ მოითხოვა. ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 23-მ აგვისტოს მოკლეს. გერმანიის პროკურატურის ვარაუდით, მკვლელობა რუსეთის ან ჩეჩნეთის ხელისუფლებამ დაუკვეთა.
შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის პარკში საკონტროლო გასროლით 23 აგვისტოს მოკლეს. მკვლელი მალევე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმამდე 6 დღით ადრე ის მოსკოვიდან ჯერ პარიზში, შემდეგ კი ვარშავაში ჩაფრინდა. ყველა მტკიცებულებას ძიება რუსეთისკენ მიჰყავდა. ამიტომ საქმე გერმანიის გენპროკურატურამ გადაიბარა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო. მის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო. სწორედ კრემლის მორჩილებისა და ბიძინა ივანიშვილის მავნებლური პოზიციით ხსნის ოპოზიცია ხელისუფლების დუმილს.