კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გერმანია საჯარო ადგილებში ორზე მეტი ადამიანის თავშეყრას კრძალავს. ამის შესახებ ჩრდილოეთ რაინ ვესთფალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
კანონი არ შეეხება მათ, ვინც ერთ საცხოვრებელ ადგილას ცხოვრობს.
ჩრდილოეთ რაინ ვესთფალიის პრემიერ მინისტრის, არმინ ლაშეტის განცხადებით, პირდაპირი სოციალური კონტაქტი საფრთხის შემცველია, რის გამოც ფედერალურმა მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
ამ მონაცემებით გერმანიაში კორონავირუსის თითქმის 24 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 92 - გარდაცვალება.