გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. ჰაიკო მაასი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთი ხანგოშვილის გადაცემას ითხოვდა. მინისტრის თქმით, კრემლს ინფორმაცია არც მის წინააღმდეგ წადგენილი ბრალდებების შესახებ გადაუცია.
ინტერვიუში ჰაიკო მაასი ამბობს, რომ მოსკოვის განცხადებები თავის მართლებას ჰგავს, რაც მას უცნაური ეჩვენება.
ყოფილი საველე მეთაური ბერლინში ორი გასროლით აგვისტოში მოკლეს. გერმანიის პროკურატურა მკვლელობის ორგანიზებაში რუსეთის სპეცსამსახურს ადანაშაულებს.