logo
ENG



გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს გაუგზავნის

26 იან 202218:41
3 წუთის საკითხავი
clock 1685
2022/01/26/gqmlke5henzkiqf.jpg

გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს გაუგზავნის. ამის შესახებ ტვიტერზე გერმანიის თავდაცვის სამინისტრო წერს. 

თავდაცვის მინისტრმა, კრისტინე ლამბრეხტმა დახმარების შესახებ ბუნდესტაგში თავდაცვის კომიტეტს მოახსენა და აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. 

რუსეთის მხრიდან ესკალაციის ფონზე გერმანია უკრაინაში იარაღის მიწოდების მომხრე არაა. გერმანიის კანცლერმა 18 იანვარს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იარაღის მიწოდების წინააღმდეგია, თუმცა დაამატა, რომ შეეცდება დიპლომატიური გზით არ დაუშვას რუსეთის შეჭრა. 


close დახურვა