logo
ENG



გერმანია უკრაინას ანტი სატანკო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის

26 თებ 202222:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/og7wz7hyigldajl.jpg

გერმანია უკრაინას ანტი სატანკო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ტვიტერზე დაწერა: 

"რუსეთის შეტევა გარდამტეხ წერტილს უკავშირდება. ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის დასაცავად, პუტინის ჯარის შეჭრის წინააღმდეგ. 

ჩვენ 1000 ანტი-სატანკო იარაღს და 500 სტინგერს (საჰაერო თავდაცვის სისტემას) გავუგზავნით ჩვენს მეგობრებს უკრაინაში". 

შოლცის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა: 

"ამ წუთას გერმანიამ გამოაცხადა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებისა და სტინგერის რაკეტების მიწოდების შესახებ. ასე გააგრძელე, კანცლეროანტი-საომარი კოალიცია მოქმედებს".


close დახურვა