logo
ENG



გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

21 ოქტ 202313:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/21/2j3oubrqpoqc9c2.jpg

გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, იოხენ ფლასბარტმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხა მოხმარდება განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს. ასევე, სასმელი წყლის მიწოდებას და უკრაინის ურბანული ინფრასტრუქტურის აღდგენას.  

ფლასბარტმა ხაზი გაუსვა უკრაინის ეკონომიკის ძირითადი სექტორების, კერძოდ, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ამასთან, გუშინ გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელშიც უპილოტო საფრენი აპარატები და Gepard-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შედის.


close დახურვა