გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას Gepard-ის 30 საზენიტო ტანკს მიაწვდის.
„გუშინ გადავწყვიტეთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას საზენიტო სისტემებით...ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა უკრაინას სჭირდება საჰაერო სივრცის მიწიდან დასაცავად“, - განაცხადა მან.
გერმანია თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა კიევისთვის იარაღის მიწოდებას და მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებისა და სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემას უზრუნველყოფდა.
მოგვიანებით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია დაიწყებდა გარკვეული „თავდაცვითი“ იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის.
4 აპრილს, გემანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიას უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდება „სწრაფად და დაუყოვნებლივ“ არ შეუძლია.