logo
ENG



გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

26 იან 202417:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/26/drc17yrk6zoi7zx.jpeg

გერმანია უკრაინისთვის გადასაცემად სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ისაუბრა.

ახალი პაკეტი მოიცავს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს და Gepard-ის საზენიტო იარაღს, საარტილერიო სისტემებს, 230 ათასზე მეტ ჭურვს. ასევე, 80-ზე მეტ Leopard-ს, 1 A5 ტიპის ტანკს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ჯავშანმანქანებს, განაღმისთვის საჭირო სისტემებს, დრონებსა და სხვა. 

გარდა ამისა, 2024 წელს გერმანია 10 ათასი უკრაინელი სამხედროს გადამზადებას გეგმავს. 


close დახურვა