logo
ENG



გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

19 აგვ 202418:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/19/b23s6d9m1mrnvhy.jpg

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი გერმანელი მეგობრების ურყევი მხარდაჭერისთვის", - ამბობენ უკრაინის თავდაცვის უწყებაში. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ ბერლინი მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, პაკეტში შედის 14 000 საბრძოლო ვაზნა, 26 დრონი და 100-ზე მეტი იარაღი, მათ შორის, RIS-T SLS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

 


close დახურვა