logo
ENG



გერმანია უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დამატებით 2,4 მილიარდ ევროს გამოყოფს

15 ივლ 202212:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/15/wiq2dd8z2rd50rs.jpg
Reuters

გერმანია უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ფინანსური ხარჯების დასაფარად დამატებით 2,4 მილიარდ ევროს გამოყოფს, ამის შესახებ გერმანიის შრომის მინისტრმა ჰუბერტუს ჰეილმა განაცხადა.

ჰეილიმ თქვა, რომ უკრაინიდან გერმანიას თავშესაფარი 800 000-მა ადამიანმა სთხოვა, რომელთაგან 30% 14 წლამდე ასაკისაა.

ჰუბერტუს ჰეილის განცხადებით, გერმანიის კეთილდღეობის სისტემაში ამ დროისთვის დაახლოებით 360,000 უკრაინელია დარეგისტრირებულია, მათგან 260,000 შრომისუნარიანი და სამუშაოს მაძიებელია.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა უკრაინის საზღვარი მას შემდეგ, რაც რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა. 


close დახურვა