საქართველომ გერმანიისგან რამდენიმე ათასი PCR ტესტი მიიღო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გერმანულმა მხარემ საქართველოს პრაიმერები და ე.წ. სერიოლოგიური ტესტსისტემები გადასცა, რომელიც სწრაფი ტესტების უფრო ზუსტ ანალოგს წარმოადგენს.
„ეს გახლავთ სწრაფი ტესტების ზუსტი ანალოგი, რომლებიც იდგმება ლაბორატორიულ პირობებში და ეს არის თანამშრომლობის კარგი შედეგი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გერმანიის ელჩის განცხადებით, მათი მხარე მოხარულია საქართველოსთან თანამშრომლობით და სწორედ ამიტომ გამოიგზავნა დახმარების სახით საჩუქარი უკვე მეოთხედ.
„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. გერმანიის მიკრობიოლოგიური ინსტიტუტი დიდი ხანია თანამშრომლობს ამ ცენტრთან - უკვე მეოთხედ გამოუგზავნა საქართველოს გერმანიამ ასეთი საჩუქარი. ასეთი თანამშრომლობა მხოლოდ ისეთ კვალიფიციურ ინსტიტუტთან შეიძლება, როგორიც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრია", - აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში.