logo
ENG



გერმანიამ უკრაინას Leopard 1-ის პირველი 10 ტანკი გადასცა

21 ივლ 202314:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/21/hdyl8zkai2qkc06.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც Leopard 1-ის 10 ტანკს მოიცავს.

მედიის ინფორმაციით, Leopard 1-ის ტანკების გარდა, სამხედრო დახმარების პაკეტში შედის დამატებითი 20 MG3 ტყვიამფრქვევი. ამასთან, უკრაინას გადაეცა 1300 ჭურვი 1500 მმ-იანი ჰაუბიცებისთვის.

ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულება დაახლოებით 600 მილიონი ევროა.

როგორც პისტორიუსმა განაცხადა, გერმანია უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენიც საჭირო იქნება.


close დახურვა