უკრაინული მედიის ცნობით, გერმანიამ უკრაინას დამატებითი დრონები და Gepard-ის საზენიტო სისტემები გადასცა.
"გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა, რომელიც მოიცავს Gepard-ის საზენიტო სისტემებს, დრონებსა და საბრძოლო მასალას. ასევე უკრაინა მიიღებს 2500-ზე მეტ 155 მმ-იან კალიბრის ჭურვებს და სადაზვერვო თვითმფრინავებს", - ნათქვამია განცხადებაში.
21 ივლისს, გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც Leopard 1-ის 10 ტანკს მოიცავს. ტანკების გარდა, სამხედრო დახმარების პაკეტში შედის დამატებითი 20 MG3 ტყვიამფრქვევი. ამასთან, უკრაინას გადაეცა 1300 ჭურვი 1500 მმ-იანი ჰაუბიცებისთვის.
ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულება დაახლოებით 600 მილიონი ევროა.