logo
ENG



გერმანიაში, სიგარეტების ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

07 აპრ 202400:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/07/fahd5u2dl9f39i9.jpg

გერმანიაში, თამბაქოს ნაწარმის ქურდობისთვის, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

საქმის მასალებიდან დგინდება, რომ 25 და 29 წლის კაცებმა თამბაქოს აპარატიდან სიგარეტები, IQOS-ები და ფული მოიპარეს. პოლიციამ ბრალდებულების ავტომობილი მაშინ გააჩერა, როცა ისინი ადგილიდან მიმალვას აპირებდნენ. მანქანის ჩხრეკისას პოლიციელებმა აპარატის გახსნისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტებიც იპოვეს.

გარდა ამისა, შემოწმებისას დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო და საჭესთან მართვის მოწმობის გარეშე იჯდა.

ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.


close დახურვა