logo
ENG



გერმანიაში RT-ს დაბლოკვის გამო რუსეთმა Deutsche Welle-ს მაუწყებლობა შეუწყვიტა

04 თებ 202210:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/04/1hpcg48to9oj2l6.jpg

რუსეთმა გერმანული საერთაშორისო მაუწყებელი კომპანიის Deutsche Welle-ს მაუწყებლობა შეუწყვიტა. ამით რუსეთის მთავრობამ გერმანიაში RT DE მაუწყებლობის შეწყვეტას უპასუხა.

გერმანიის მარეგულირებელმა პირველი თებერვლიდან ქვეყანაში RT DE-ის მაუწყებლობა აკრძალა, რადგან ის "გადაიცემა ნებართვის გარეშე, რომელიც არ იყო მოთხოვნილი". RT DE Productions აპირებს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება, ხოლო მაუწყებლობის გაგრძელებას მოსკოვიდან გააგრძელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, Deutsche Welle-ს რუსული ბიუროს ყველა თანამშრომლის აკრედიტაციები გაუქმდება, კორესპონდენტების პუნქი დაიხურება, შეწყდება სატელიტური და სხვა მაუწყებლობა, გარდა ამისა დაიწყება პროცედურა, რათა კომპანია უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადდეს. გარდა ამისა, სამინისტროში ამბობენ, რომ შეიქმნება იმ ადამიანების სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან RT DE-ს მაუწყებლობის შეწყვეტასთან, რომელთაც საბოლოოდ რუსეთში შესვლა აეკრძალებათ.

"მადლობა, ძვირფასო!" - ამბობს RT-ს ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი.

Deutsche Welle-ს გენერალური დირექტორის, პეტე ლიმბურგის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გაუგებარია და "გადაჭარბებული რეაქციაა".

"თუ მოგვიწევს მოსკოვში დახურვა, ეს არ იქონიებს გავლენას რუსეთის მოვლენების გაშუქებაზე. პირიქით, ჩვენ მას საგრძნობლად გავზრდით. ჩვენს თავს ხდება ის, რაც მედიას მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებში მოსდის. ოფიციალურად პროტესტს ვუცხადებთ ამ აბსურდულ რეაქცია და ვაპირებთ, სასამართლოს მივმართოთ", - განაცხადა ლიმბურგმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ზომები DW-ს წინააღმდეგ საფუძველს მოკლებულია და ორ ქვეყანაში შორის ურთიერთობაში ახალ დაძაბულობას წარმოადგენს.


close დახურვა