logo
ENG



გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

28 იან 202012:53
3 წუთის საკითხავი
 

საშიში ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა გერმანიაში. ბავარიის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსი მამაკაცს აღმოაჩნდა. მედიკოსების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პარალელურად, კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი ჩინეთს 106-მდე გაიზარდა. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა და 4 500-ს აჭარბებს.

ვირუსს პირველი ადამიანი ემსხვერპლა პეკინში. შეერთებული შტატები თავის მოქალაქეებს ურჩევს ჩინეთში, კერძოდ ჰუბეის პროვინციაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. იაპონია კი უჰანში თავისი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ჩარტერულ რეისს აგზავნის. რუსეთის ტუროპერატორებმა ჩინეთის მიმართულებით ტურისტული პაკეტების გაყიდვა შეაჩერეს. 

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რისკი დაბალია. ამადროულად, ჩინეთიდან საქართველოში ფრენები აიკრძალება.

 

 

 


close დახურვა