გერმანიაში რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს. გენერალური პროკურატურის განცხადებით, დაკავებული დევიდ ს. ბერლინში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ის არაუგვიანეს 2020 წლის ნოემბერში გადაიბირეს და რუსეთის დაზვერვას სულ მცირე ერთხელ გადასცა დოკუმენტები, რომელზეც წვდომა სამსახურიდან გამომდინარე ჰქონდა და რისთვისაც თანხა მიიღო.
როგორც ცნობილია, დევიდ ს. ბრიტანეთის საელჩოს დაქირავებული თანამშრომელი იყო და დიპლომატიური სტატუსი არ ჰქონია. ის პოტსდამში გერმანულ-ბრიტანული ოპერაციის შედეგად დააკავეს.
რუსეთის ხელისუფლებასთან ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.