logo
ENG



გერმანიაში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

20 თებ 202014:51
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიის ქალაქ ხანაუში მომხდარი სროლის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 5 კი, დაშავდა.

გარდაცვლილთა შორისაა სავარაუდო დამნაშავე დედასთან ერთად. მათი ცხედრები სამართალდამცველებმა სახლში იპოვეს.

სროლა გვიან ღამით მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ჯერ ჩილიმ-ბარში გახსნა და შემთხვევის ადგილი მანქანით დატოვა. რამდენიმე წუთის შემდეგ თავდამსხმელი უკვე მეორე კაფეში მივიდა და სროლა დაიწყო. ცნობილია, რომ თავდასხმის დროს ორივე ბარში ქურთები იმყოფებოდნენ.  

გამოძიება მომხდარს ტერორიზმს უკავშირებს და აცხადებს, რომ თავდამსხმელი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი იყო. 


close დახურვა