logo
ENG



გერმანიაში წყალდიდობის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

15 ივლ 202117:12
3 წუთის საკითხავი
 
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
AP

დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაიკარგა. რაინლანდ-პფალცისა და ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მიწებზე წყალდიდობამ შენობები და მანქანები დააზიანა. BBC-ის ინფორმაციით, სტიქია დასავლეთ ევროპაში ძლიერი წვიმების შედეგია, რის გამოც მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა.

რაინ-ვესტფალიის მიწის ხელმძღვანელმა, მალუ დრაიერმა სტიქიას "კატასტროფული" უწოდა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კი, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, განაცხადა, რომ მომხდარით შოკირებულია.

ზოგიერთ რაიონში ხალხის დასახმარებლად ვერტმფრენები და ასეულობით სამხედრო მუშაობს. პოლიციის ინფორმაციით, დახმარების მოლოდინში სახლების სახურავებზე ათეულობით ადამიანი ელოდებოდათ. ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო დასავლეთ გერმანიაში დაიკეტა სკოლები, ხოლო სატრანსპორტო მოძრაობა მთლიანად დარღვეულია.

ძლიერი წვიმის შედეგებს ებრძვიან ბელგიაშიც, სადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ქალაქ შოფონტენიდან 2 ათასი ადამიანი ევაკუაცია გახდა საჭირო. ამინდის გამო კი სამხრეთ ბელგიაში სარკინიგზო მიმოსვლა სრულად შეჩერდა.

უხვი ნალექის გამო დაზარალდა ნიდერლანდებში, ლიმბურგის პროვინცია.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, ძლიერი წვიმა დასავლეთ ევროპაში მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც გაგრძელდება.


close დახურვა