logo
ENG



გერმანიის ელჩი: ზამთარში უკრაინას დამატებით Patriot-ის სისტემას გადავცემთ

24 ნოე 202316:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/24/tq1ka0td8aqvcwi.jpg

გერმანიის ელჩი უკრაინაში, მარტინ იეგერი აცხადებს, რომ გერმანია ზამთარში უკრაინას დამატებით Patriot-ის სისტემას გადასცემს.

"ზამთარში სიტუაცია, შესაძლოა, ძალიან გართულდეს. უკრაინულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამისთვის მომზადებულიყო, ჩვენ კი ამ პროცესში ვეხმარებით.

მე ადრე უკვე ვისაუბრე უკრაინისადმი მხარდაჭერაზე საჰაერო თავდაცვის სისტემებით. IRIS-T სისტემების გარდა, ზამთარში უკრაინას კიდევ ერთი Patriot-ის სისტემა გადაეცემა", - ამბობს გერმანიის ელჩი უკრაინაში.

ოქტომბერში, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში დამატებით Patriot-ისა და IRIS-T სისტემებს გაგზავნიდნენ. ნოემბრის შუა რიცხვებში კი გერმანიის ელჩმა უკრაინაში თქვა, რომ გერმანია უკრაინას წლის ბოლომდე დამატებით ორ IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის.


close დახურვა